Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თავდაპირველი კომენტარი ცხელ გულზე გავაკეთე - რა განმარტებას აკეთებს არქიმანდრიტი გაბრიელი პატრულის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე
ambebi.ge
26 June 2016, 21:20
ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარ გაბრიელ კახელიშვილის ინფორმაციით, სამართალმდამცველების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

როგორც კახელიშვილმა "ამბები.გე"-ს განუცხადა, მან თავდაპირველი კომენტარი, რომელშიც პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, "ცხელ გულზე, აფექტურ მდგომარეობაში" გააკეთა.
"ცუდად გამომივიდა. სინამდვილეში არ ყოფილა არანაირი ფიზიკური დაპირისპირება და რაიმე ხელჩართული ბრძოლა. უბრალოდ მანქანაში ჩასმის დროს, ხელები შებოჭილი მქონდა და სისწრაფისგან მოხდა ისე, რომ მივარტყი თავი", - განაცხადა კახელიშვილმა.

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქიმანდრიტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ინფორმაციას ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"არქიმანდრიტი გაბრიელი თავს Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო. ასევე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მტყუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამსს და მორალს", - ნათქვამია განცხადებაში.

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გაბრიელ კახელიშვილმა სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი